Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Grand City
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "გრანდ სითი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამსახურის გრაფიკი: 5/2 ზე
შვებულება: 24 დღე წელიწადში.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ონლაინ-პლატფორმის, ტელეფონით ან სოციალური მედიის საშუალებით;
** ბინის მეპატრონეებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციისა და მასალის შეგროვება;რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება აუცილებელია
** აუცილებელია გამართული კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური აგრეთვე წერილობითი;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა;
** ორგანიზებულობა;

ჩვენ ვაფასებთ თქვენს უნიკალურობას და მზად ვართ შევქმნათ თანამშრომლობის ინდივიდუალური პირობები თქვენი ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

მხარდაჭერა და ტრენინგი:

** ჩვენ მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, ჩაგიტარებთ ტრენინგებს, რათა ეფექტურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები და მიაღწიოთ მიზანს.
** ჩვენ უზრუნველვყოფთ წვდომას ფართო აუდიტორიასთან და პოტენციურ კლიენტებთან, რაც გაძლევთ იმის გარანტიას რომ თქვენი ხელფასი საწყისი ეტაპიდან გამოცდილებასთან ერთად გაიზრდება.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** უფასო სწავლება.
** ფასდაკლება განთავსებაზე, ჩვენს აპარტამენტებში 50%.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: officemanager@gcbatumi.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე