Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია აცხადებს შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** შოურუმში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, ინვოისის მომზადება და მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** ინვოისის საფუძველზე გამოწერილი პროდუქციის შეგროვება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული შეთავაზების გაკეთება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** გამართული კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დამატებით ბენეფიტებს;

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი გამოსაცდელ პერიოდში, ხოლო გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ფიქსირებული ანაზღაურების აუცილებელი ზრდა + ბონუსი. საშუალო ხელფასი 1500-1700 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.termoholding@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე