Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: სამორინე შანგრილა
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
სამორინე "Shangri La" თბილისი (შპს" ქართული კაპიტალ ჯგუფი") აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 40 სამუშაო საათი კვირაში.

სამუშაო ფუნქცია მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, წერილებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება.
** დოკუმენტების მიწოდება შესაბამის უწყებებში (ნოტარიუსი, სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა.)
** საჭიროების შემთხვევაში იყოს ორგანიზაციის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში.
** უზრუნველყოს კომპანიის საქმიანობის შესაბამისობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული რეგულაციებთან.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კერძო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@shangrila.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი შინაარსის განცხადებით.

შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე