Робота для біженців з України
დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"MS Holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "MS Holding" - ის მმართველობაში შედის სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი - ჰორეკას მიმართულებით, წარმოების სფეროში და უძრავი ქონების სექტორში.

კომპანია "MS Holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილოს დასახლება - ჭირნახულის 4
** სამუშაო საათები: 09:30-18:00 (ოფისი)

მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურაში არსებული ყველა სამსახურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება და გაცემული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიაში მოქმედი მარეგულირებელი აქტებისა და სამუშაო წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში დადგენილი ბიზნეს პროცესების დანერგვისა და შესრულების უზურნველყოფა ყველა სამსახურის თანამშრომლის მიერ;
** თათბირების / შეხვედრების ინიცირება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე;
** რეპორტების მონიტორინგი;
** გენერალური დირექტორის მიერ გაცემული დავალებები შესრულების უზრუნველლყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უცხო ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების ფლობა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე