Робота для біженців з України
სერვისის მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: მაზდა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" მაზდას სახელით აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება, როგორც სერვისის, ისე სათადარიგო ნაწილების მიმართულებით;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პროდუქციის მოძიება, შეკვეთის განხორციელება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** კომპანიაში არსებული პროდუქტების მუდმივი განვითარების მიზნით ბაზრის შესწავლა, ბაზარზე არსებული ფასების, ბრენდების და პროდუქტების ანალიზი, შესაძლო ტენდენციებისა/მოთხოვნების განსაზღვრა;
** სათადარიგო ნაწილების კატალოგის შემუშავება;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება;
** სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
** მონაცემთა ბაზების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** საავტომობილო სფეროს ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სერვისის მიმართულებით;
** საავტომობილო კატალოგთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
** თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინა სახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენტან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1308
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე