Робота для біженців з України
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე პათომორფოლოგიის ლაბორატორიაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საშუალო სამედიცინო განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** სავალდებულოა ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;

მოვალეობები:

** მასალის ლაბორატორიული კვლევებისთვის მომზადება;
** ლაბორატორიული აპარატურის მზადყოფნაში მოყვანა და ექსპლუატაცია;
** ლაბორატორიული ანალიზების, კვლევების და ტესტირებების ჩატარება კლინიკაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: 09:00-17:00-მდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე