Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
შპს "AWARD" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: საწყისი ხელფასი 2500 ლარი (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ 3125 ლარი (დარიცხული)
(გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის მუდმივი კვლევა, მომწოდებელთა მოძიება, ბაზების შექმნა და მართვა;
** შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
** უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის მისაღები ხარისხისა და ფასის შეთანხმების მიზნით.
** იმპორტული მასალების ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, სერტიფიკატების და ა.შ შეგროვება;
** უცხოელი მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** მასალების შესყიდვის მოთხოვნიდან, ამ მასალების საწყობში მიწოდებამდე პროცესისა და ვადების კონტროლი;
** მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ, შეძენილი მასალის შესახებ კომპანიის ფინანსური სამსახურის ინფორმირება;
** შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვების განხორციელება, თითოეული შესყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კომპანიის ფინანსური დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
** კომპანიის მიმდინარე პროექტების მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, საჭირო მასალების მოძიება და ამ მასალების ობიექტისთვის დროულად მიწოდების პროცესის მართვა;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 14/06/2024.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე