Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასურსათო მაღაზიათა ქსელი შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (დიდუბე), ზუგდიდი (დარჩელი), ქუთაისი (დაწესებულება), რუსთავი, მცხეთა (რივერსაიდი), გორი (ქვახვრელი), თელავი (აკურა)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი

ფუნქცია-მოვალეობა:

** ფილიალის და გუნდის მართვა;
** პროდუქციის მიღება/მითვლა/პროგრამული ასახვა;
** ვადების კონტროლი/უკან დაბრუნებები;
** მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის, სტანდარტების შესაბამისად, განთავსების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან პერიოდული თათბირები და მათთვის მიმდინარე საკითხებზე ახალი ინფორმაციების მიწოდება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და საჭიროებისამებრ, შეკვეთების გაკეთება;
** მაღაზიების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერად ან ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PPT);
** სალაროზე/ფულთან მუშაობის გამოცდილება/ცოდნა (პროგრამა apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** როგორც ზეპირი, ასევე ელექტრონული (წერითი) კომუნიკაციის უნარი.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კეთილსინდისიერება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: Hr.Info@expresschain.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მაღაზიათა ქსელი "ექსპრეს ქსელი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ექსპრეს ქსელი" -ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე