Робота для біженців з України
საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცერი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:

** უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს
** სატრანსპორტო მომსახურებას ზემო სამგორის მეტროს ლოკაციიდან
** Fitpass
** ყოველთვიურ ბონუსს
** ავტოსამრეცხაოს მომსახურების შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის საშუალებას
** მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით
ადგილმდებარეობა: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქციები:

** ტერმინალში ფიზიკური პირების დაშვების კონტროლი და საშვების გაცემის უზრუნველყოფა
** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსატანი და გასატანი ნივთების აღრიცხვა
** დაზიანებული საშვების გამოვლენის ან საშვის დაკარგვის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფროსისთვის
** საავიაციო უშიშროებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ტექნიკური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ხელმძღვანელი პირის ინფორმირება
** გასაგზავნი და ჩამოსული ტვირთების ტერმინალიდან ხომალდამდე და ხომალდიდან ტერმინალამდე უდანაკარგოდ და უშიშროების ზომების დაცვით ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა
** ტერმინალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსული და გასული ყველა ავტომანქანის შემოწმება
** კომპანიის ქონების დაცვის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სასურველია დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე