Робота для біженців з України
ექთანი ფლებოტომისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი ფლებოტომისტი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ექთანი ფლებოტომისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი ფუნქციები:

** ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოსაკვლევი მასალის აღება (სისხლი ვენიდან);
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
** სამუშაო გამოცდილება ფლებოტომიის მიმართულებით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: newclinicvacancy@gmail.com სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექთანი ფლებოტომისტი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე