Робота для біженців з України
ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1 (თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს უკანა ეზო)
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 ჩათვლით, შაბათს 10:00—15:00

ძირითადი მოვალეობები:

** უმცროსი ექიმის ასისტირება;
** შესაბამის პროგრამაში მუშაობა;
** მაკროსკოპიების ასახვა კლინიკაში დანერგილი წესების შესაბამისად;
** მიკროტომთან მუშაობა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია და ა.შ);
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების კონტროლის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ლაბორანტი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე