Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-15:00/15:00-21:00, ყოველი მეორე შაბათი მორიგეობა - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.
ანაზღაურება: 500/600 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტების რეგისტრაცია
** ამბულატორიული ბარათის გახსნა არსებულ პროგრამაში და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტის ინფორმირება ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ;
** დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - რეგისტრატორი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე