Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოლივანდერ გრუპი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
შპს "ოლივანდერ გრუპი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ გრუპი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.

ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ შენ:

** გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
** შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
** სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
** სალარო ოპერაციების განხორციელება;
** ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ფილმებისა და ანიმაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.

განაკვეთი:

Ოორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 10:00-16:00 სთ ან 16:00-22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (10:00-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)

შესვენება:

ნახევარ განაკვეთზე შესვენება 30 წუთი
სრულ განაკვეთზე შესვენება 1 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი და პლუს ბონუსი

ვაკანტური ადგილები თბილისის ფილიალებში:

** ფალიაშვილი (ოლივანდერის მაღაზია)
** სითი მოლი (ოლივანდერის მაღაზია)
** აქსის თაუერსი (ოლივანდერის მაღაზია)
** სითი მოლი გლდანი (ოლივანდერის მაღაზია)

სხვა ბენეფიტები:

** 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
** ფიტპასი
** კორპორატიული დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@ollivandergroup.com და Subject-ის ველში მიუთითეთ თქვენთვის პრიორიტეტული ფილიალის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე