Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი - Tax-Free
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი - Tax-Free
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

https://amboli.ge/
https://www.facebook.com/amboli.ge

"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის (Tax-Free) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14;

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
** ზარების რაოდენობრივი დღის გეგმის შესრულება;
** სოციალურ ქსელების მეშვეობით კლიენტებთან დაკავშირება და პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტების გადამისამართება ფილიალებში და მობილური სერვისის მომსახურების შეთავაზება;
** პროდუქციის შესწავლა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ან/და გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა, თურქული და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** სწრაფად აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების ოპერატორი (Tax-Free).

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია "ამბოლი"-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია "ამბოლი", როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე