Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: უნიმედი
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას, ამასთანავე, ამ აპარატურის მონტაჟს, ინსტალაციასა და სერვისს. ჩვენი პარტნიორები არიან სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები: Nihon Kohden, Chirana, Intersurgical, Progetti, Gima, Promek Medical, Kenmak, Chison, Gemss Medical, Biocare, Healforce, Acercon Medical, Ensymm, Italray, Ecoray, Fulset და სხვ. ჩვენი კომპანიის პროდუქციით აღიჭურვა და სარგებლობს ბევრი მოწინავე კლინიკა.

კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270

ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია! სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!

სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოჯისტიკისა და შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი;
** საჭირო პროდუქციის დადგენა და შესაბამისი შეკვეთის გაფორმება;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება და მენეჯმენტის აქტიური ინფორმირება;
** გაყიდული პროდუქციის ანალიზი, მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქციის გამოვლენა, შესაბამისი აქტივობების გატარება;
** შესყიდული და საქართველოში ჩამოსული პროდუქციის განაწილება;
** მომარაგების სრული პროცესის მართვა;
** ტენდერების დამუშავება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის, შესყიდვების (ტენდერებში) და გაყიდვების სფეროებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა, განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური ენის და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: cv@unimedi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "უნიმედი" ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უნიმედის" მხრიდან დამუშავდება კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე