Робота для біженців з України
კონდიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** წინასწარ შემუშავებული რეცეპტის საფუძველზე საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
** რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა;
** ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა.
** პროდუქციის დახლზე დროული მოხვედრის უზრუნველყოფა, შეკვეთის მიხედვით;
** პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას ცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან ხარისხის კონტროლის მენეჯერს.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი;
** მაცივრების სისუფთავეზე ზრუნვა.
** მაცივრებში არსებული პროდუქტის მარკირება;ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საკონდიტრო სივრცეში მუშაობის მინიმალური გამოცდილება, სასურველია ფრანგულ ხაზში.
** სასურველია კალკულაციებთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: ორ დღე მუშაობა, ორი დღე დასვენება, 12 სთ დღეში.
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 165.
ანაზღაურება: 900 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე