Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ტოტალ 100

 
ტოტალ 100

ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „ტოტალ 100“ საქართველოში 2023 წლიდან ოპერირებს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 40 მდე სადგურით ქვეყნის მასშტაბით. ბრენდს წარმოადგენს ნავთობკომპანია „ჯისითი რითეილ“ი, რომლის ძირითადი საქმიანობაც საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი , რეალიზაცია და პარტნიორი ქსელური სადგურების მომარაგებაა. ქსელი თანამშრომლობს ევროპის წამყვან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რაც უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის კონტროლის მაღალ სტანდარტებს.
„ტოტალ 100“ ის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის მიზანი-ხარისხიანი საწვავის ხელმისაწვდომობაა. შესაბამისად EURO 5 სტანდარტის საწვავს ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად სთავაზობს. ქსელისთვის ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლის კომფორტი, სწორედ ამისათვის ბენზინგასამართი სადგურები აღჭურვილია მარკეტებითა და „დრაივებით“ , სადაც მომხმარებელს საწვავის შევსებისას შეუძლია მისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი შეიძინოს. კომპანიაში ამ დროისათვის დასაქმებულია 200 მდე ადამიანი. ქსელი აქტიურად მუშაობს სადგურებისა და მარკეტების გაფართოებაზე. წლის ბოლომდე დაგეგმილია სადგურების რაოდენობის 100 მდე გაზრდა.

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ავტოგასამართ სადგურზე უფროსი ჩამსხმელი ოპერატორი ხელფასიანი ტოტალ 100 ტოტალ 100 28 ოქტომბერი 28 ნოემბერი
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი ხელფასიანი ტოტალ 100 ჯსთ რითეილი 03 ოქტომბერი 03 ნოემბერი
გადაიტანე Facebook-ზე