შოკოლადის მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შოკოლადის მწარმოებელი
მომწოდებელი: სტამბა
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
სასტუმრო "სტამბა" ეძებს შესაბამის კანდიდატს შოკოლადის მწარმოებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაამზადოს შოკოლადი არსებული რეცეპტის მიხედვით;
** დაიცვას შოკოლადის კონსისტენცია;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
** დარწმუნდეს, რომ შოკოლადი მიწოდებულია ხარისხის სტანდარტის შესაბამისად;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისთვის;
** ​პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამოცდილება საკონდიტრო მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 6 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე