ბიზნეს ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს ცენტრის მუშაობის დაგეგმვა;
** მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია და კონტროლი;
** ზონებზე მიღებული და რეალიზებული წყლის აღრიცხვა; დანაკარგების შემცირება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ახალი აბონენტების მოძიება და მათი წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის და შეჭრითი სამუშაოების კონტროლი;
** ქსელის რეჟიმების მუდმივი კონტროლი;
** მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება და სათანადო ღონისძიებების დაგეგვა;
** საავარიო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა, კოორდინირება და ხარისხის კონტროლი.
** აქტივების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, მოვლა-პატრონობა;
** დარიცხვების და შესაბამისი ფულადი სახსრების გადახდების მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** წყლის დატაცების ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** ბიზნეს ცენტრის განვითარების გეგმის შემუშავება;
** ბიზნეს ცენტრის საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დისციპლინაზე და მოტივაციაზე ზრუნვა;
** შემოსული განცხადებების/საჩივრების განხილვა, ანალიზი და სათანადო რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენების კარგად ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მართვის კარგად განვითარებული უნარი;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე საკითხზე პარალელური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
სტრესულ პირობებში მუშაობის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე