სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: BookUp Solutions
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
კომპანია "BookUp Solutions LLC" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმის ოპერირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების/კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის მომსახურების პირობებთან და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებლებისათვის დახმარების/კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ქართულ და რუსულ ენებზე გამართული მეტყველების უნარი;
** კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული განაკვეთი + ბონუსი;
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვემდე;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

შერჩევის ეტაპები:

** CV/რეზიუმეს განხილვა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** ტესტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bookupsolutions@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე