ტრენერთა ტრენინგი რ. ჯეფერსონ ჯორჯთან ერთად
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერთა ტრენინგი რ. ჯეფერსონ ჯორჯთან ერთად
მომწოდებელი: ნოუ-ჰაუ ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ
ტრენერთა ტრენინგი  რ. ჯეფერსონ ჯორჯთან ერთად

ტრენინგი ლექციაა? საკმაოდ განსხვავებულია, ასე არ არის?

ერთად ვიპოვოთ ეს განსხვავებები და განვიხილოთ თუ რა უმთავრეს საკითხებს ეხება ტრენერი:

** მოდერაცია და ფასილიტაცია;
** ჯგუფის დინამიკის მართვა;
** ეფექტური პრეზენტაცია და ვიზუალიზაცია;
** აქტიური მოსმენა, პარაფრაზირება და შეფასება/უკუპასუხი;
** მონაწილეთა ტრენინგის პროცესში ჩართვის მეთოდები;
** მეთოდიკა /ტრენერის ინსტრუმენტები/, დაგეგმვა;
** მუშაობა სხვა ტრენერ(ებ)თან ერთად (ტრენერების ტიპები);
** რაპორტი - კავშირის დამყარება, დარწმუნება და გავლენა;
** "მენტორინგი" და "ქოუჩინგი";
** ამბისა და მეტაფორის თხრობის ხელოვნება;
** თაობათაშორისი კავშირები/განსხვავებები და სწავლის ტიპები.

ტრენინგი ეფუძნება სახალისო, მონაწილეობით პრინციპზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და გუნდურ სამუშაოებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს თავად გამოსცადონ როგორც მონაწილეებმა და შემდეგ მათივე ტრენინგების გაძღოლისას საკუთარ პრაქტიკაშიც დანერგონ.

ტრენერები:

რ. ჯეფერსონ ჯორჯი, PhD
დოქტორი საგანმანათლებლო ლიდერობის საკითხებში - ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის მაგისტრი - ჰიუსტონის უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის 10 წლიანი საგანმანათლებლო ინსტრუქტორის 6 წლიანი და განათლების დარგის კონსულტანტის/მრჩევლის 8 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ამჟამად, განათლების ფაკულტეტის წევრი ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტში.
დაწვრილებითი ინფორმაცია: http://www.linkedin.com/in/rjeffersongeorgephd

დავით დარსაველიძე, PhD, MPA
სერტიფიცირებული ტრენერთა ტრენერი (ამერიკის შეერთებულ შტატები, გერმანია, საქართველო).
დაწვრილებითი ინფორმაცია: http://www.linkedin.com/in/Darsavelidze

გვეყოლება, აგრეთვე, მოწვეული გამოცდილი ტრენერები სტუმრად, რომ გაგვიზიარონ მათი როგორც ტრენერის წარმატების უმთავრესი ნიუანსები :).

ტრენინგის ენა: ქართული, ნაწილობრივ ინგლისურიც, რაც ითარგმნება ქართულად.
ტრენინგის ხანგრძლივობა და დრო: 5 შეხვედრა, 19:00 საათზე (საღამოს), კვირაში ორჯერ.
ტრენინგი დაიწყება 18 დეკემბერს და დასრულდება 22 დეკემბერს.
ტრენინგის ადგილია: გორგასლის 34.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა ელ-ფოსტის საშუალებით მოგვწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და პოზიცია. წერილის სათაურში მიუთითეთ ტრენინგის სახელწოდება ("ტრენერთა ტრენინგი") და გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@khtc.ge

საფასური: 350 ლარი.
შესაძლებელია კორპორატიული შეკვეთების მიღება.
თანხის გადახდა: 14 დეკემბრამდე.

გადახდა ხდება შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

სს "საქართველოს ბანკი" - BAGAGE22
მიმღები: შპს ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი - ს/კ 400133967
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000518913800GEL

დეტალებზე კითხვებით:

მოგვწერეთ ელფოსტაზე: info@khtc.ge
დაგვირეკეთ: 557 000 587
დაგვიმეგობრდით: https://facebook.com/khtc.ge

წარმატებას გისურვებთ!

"ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი" - გამოცდილების გაზიარების პლატფორმა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე