მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ალკო პროდუქტი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
კომპანია "ალკო პროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@gradus.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე