გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება
** გაყიდვების სრულად ორგანიზება
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები

** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (კონსულტანტის პოზიციაზე)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მამაკაცებისთვის)
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური დ ალოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: დარიცხული 875 ლარი + ბონუსი (ზრდის პერსპექტივით)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენება: კვირაში ერთი დღე (სასურველი გრაფიკით)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე