კლიენტებთან ურთიერთობის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის ასისტენტი
მომწოდებელი: საჩუქარტი
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
კომპანია "საჩუქარტი" აწარმეობს სასაჩუქრე კალათებსა და ნაკრებებს. ბაზარზე წარმოდგენილია 2007 წლიდან და ემსახურება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს.

"საჩუქარტი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის ასისტენტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეთავაზებების მომზადება;
** შეთავაზების დაგზავნა ფოსტის მეშვეობით;
** სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან;
** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** მოთხოვნის ზუსტი აღრიცხვა და უკუკავშირის განხორციელება კლიენტთან;
** შეხვედრის ორგანიზება და მომხმარებლისთვის მომსახურების გაცნობა;
** დოკუმენტების პირველადი მომზადება;
** ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია დიზაინის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point, Outlook);
** სამუშო გამოცდილება საოფისე გარემოში ან გაყიდვების სფეროში.

უნარები:

** პრეზენტაციის მომზადების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა;
** კრეატიულობა;
** დისციპლინირებულობა.

უპირატესობად ჩაითვლება 2D/3D დიზაინის პროგრამების ცოდნა, დეკორაციების შექმნის გამოცდილება და უნარი.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;
** სამუშაო ადგილი: მთაწმინდა, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა.
** ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: diana.chomakhashvili@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია - კლიენტებთან ურთიერთობის ასისტენტი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე