ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 22 ოქტ
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის თანამდებობაზე.

თანამდებობა: ინგლისური ენის პედაგოგი
მომსახურება/პროექტი: ბავშვთა დღის ცენტრი
დასაქმების ტიპი: საათობრივი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; თ.ერისთავის ქ #2დ

ახალგაზრდული დღის ცენტრის პედაგოგი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. ხელმძანელობს 6-დან 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. იგი უზრუნველყოფს ინგლისური ენის გაკვეთილების ჩატარებას და ბავშვების დახმარებას საშინაო დავალებების მომზადების პროცესში.

ძირითადი მოთხოვნები:

** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში.
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე.
** იზრუნოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მისი გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად.
** იქონიოს ინფორმაცია ბენეფიციარზე, რომელსაც თვის მანძილზე დაუგროვდა სამზე მეტი გაცდენა.
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი).
** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ.
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
** უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული ღონისძიების ორგანიზება წელიწადში ერთხელ.
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება.
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე.
** მოვალეა სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით.
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
** მონიტორინგი გაუწიოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებას ტესტირებების ჩატარების გზით.
** ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.

პიროვნული მახასიათებლები:

** უმაღლესი ფილოლოგიური განათლება ინგლისური ენის დარგში
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: nana.kukhalashvili@caritas.ge

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემიოტანის საბოლოო ვადა: 22 ოქტომბერი

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე