ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 31 ივლ
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ციფრული პროექტების მართვის განყოფილებაში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ტესტირების მოთხოვნების ჩამოყალიბება, პროექტის ტექნიკური დავალებიდან და სპეციფიკაციებიდან გამომდინარე;
** ფუნქციონალის ტესტ ქეისების მომზადება და დოკუმენტირება;
** ტესტირების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** ციფრული პროექტების ფუნქციონალის, დიზაინის სპეციფიკაციების და ბიზნეს ლოგიკის ტესტირება;
** ძირითადი სადაზღვევო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება;
** ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და პროექტზე მომუშავე გუნდისთვის გაცნობა;
** პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება;
** დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი;
** პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება;
** პროექტის/აპლიკაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული პროექტების მართვის სტაჟიორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივლისი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებასა და გასაუბრებრებაზე, კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე