პროცესინგის სისტემების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროცესინგის სისტემების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 20 ივლ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას პროცესინგის სისტემების ადმინისტრატორის თანამდებობაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროცესინგის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ოპერაციების ჩატარება პროცესინგის სისტემის პროგრამულ მოდულებში
** სერვერის ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი
** პროცესინგის სისტემების მართვა და მხარდაჭერა
** ახალი ბიზნეს მოთხოვნების რეალიზაცია პროცესინგის სისტემაში
** პროცესინგის სისტემების ვერსიის განახლება
** ვიზა, მასტერქარდ და სხვა საგადამხდელო სისტემების პროდუქტების სერთიფიკაცია
** სხვადასხვა სპეციფიური საბანკო პროგრამების ტექნიკური უზრუნველყოფა
** პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის უზრუნველყოფა
** ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებთან და პროვაიდერებთან
** უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება რეგულარულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება
** თანამედროვე სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის ცოდნა
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

სასურველი:

** პროგრამირების ენა C, C++-ცოდნა
** პლასტიკური ბარათების ბიზნესის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

სავალდებულო უნარები და თვისებები:

** სტრესულ და დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათით უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ში ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული ის თანამდებობა, რომლისთვისაც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადი არ იქნება განხილული.

CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 ივლისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე