ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
შპს "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
ანგარიშვალდებულება: დირექტორის/პარტნიორების წინაშე

მოვალეობის/სამუშაოს დეტალური აღწერა:

** ელ.ფოსტაზე/ტელეფონზე პასუხის გაცემა, ოფისში ჩაი/ყავით გამასპინძლება, კლიენტებთან შეხვედრების შეხსენება
** მოქმედი კლიენტების სიის შედგენა/განახლება, კლიენტებთან შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ინვოისების გამოწერა; მათი ვადების ამოწურვის და მათზე ხელმოწერების უზრუნველყოფის კონტროლი
** ბუღალტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება/შედგენა
** ბრძანებების, პროტოკოლების, ოქმების და სხვა შიდა დოკუმენტების მომზადება
** ოფისის საკანცელარიო, საკვები და სხვა ნივთებით უზრუნველყოფა; ოფისის მოწყობილობების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, IT სამსახურთან კომუნიკაცია
** ჯანმრთელობის/პასუხისმგებლობის დაზღვევის, ტაქსის მომსახურების, საკანონმდებლო მაცნეს მომსახურების და სხვა კორპორატიული ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და მათი განახლება.
** კომპანიის დირექტორის/პარტნიორების მოთხოვნის შემთხვევაში მათი შეხვედრების ჩანიშვნა/შეხსენება, კორპორატიული ტაქსის გამოძახება, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ვიზიტების ორგანიზება (სავიზო აპლიკაციების შევსება, ბილეთების/სასტუმროს დაჯავშნა, სხვა მითითებების შესრულება.
** საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან კომუნიკაცია (ვადების კონტროლი და შევსებული სარეიტინგო ფორმების ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა), კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება, კომპანიის ბიზნეს ბარათის განახლება, დოკუმენტების დასკანირება, ასლების გადაღება.

მოთხოვნილი კრიტერიუმები:

** განათლება/კვალიფიკაცია: ბაკალავრის ხარისხი/მაგისტრის ხარისხი
** სამუშაო გამოცდილება: 3 წლიანი გამოცდილება ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

თვისებები:

** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** პუნქტუალური.

სხვა: საოფისე პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

ენების ცოდნა (5 - სრულყოფილი; 4 - მაღალი; 3 - საშუალოზე მაღალი; 2 - საშუალო; 1 - დამწყები):

** ქართული: 5
** ინგლისური: 4
** რუსული: 4.

საკონტაქტო ელფოსტა: info@nplaw.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე