თერაპევტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: თერაპევტი - ბათუმი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 10 ივნ
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას თერაპევტის თანამდებობაზე ბათუმში.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** პაციენტის გასინჯვა და კონსულტირება.
** ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, განახლება, ანალიზი.
** შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა, შესაბამისი მიმართვის გაცემა (ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების დანიშვნა, სხვა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია, მედიკამენტების დანიშვნა).
** ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარებობის მეთვალყურეობა, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, ბაკალავრიატი-რეზიდენტურა, პედიატრის ლიცენზია;
** მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების Word და Excel მომხმარებლის დონეზე ცოდნა, სასურველია წინა სამუშაო ადგილზე აღნიშნულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე
** გაწონასწორებული, მშვიდი
** მომსახურებაზე ორიენტირებული
** დეტალებისადმი ყურადღებიანი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "თერაპევტი - ბათუმი"

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 10 ივნისი

სადაზღვევო კომპანია "იმედიL" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სადაზღვევო კომპანია იმედიL-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "იმედიL" -ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე