ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 8 მაი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს პროექტის თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული შენობა-ნაგებობების ფუნდამენტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება მოსალოდნელი სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

ტექნიკური დავალება გულისხმობს შემდეგ სამუშაოებს:

400 მ2 შენობა ნაგებობების ფუნდამენტის დაზიანებული უბნების ჩამოშლა, შელესვა , შეღებვა, ნაგვის გატანა და ყველა პროცედურა, რომელიც საჭირო გახდება ადგილზე შესწავლის შემდეგ.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით).
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს შენობა-ნაგებობას, რომელიც საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას
** თანხის გადახდის პირობები: წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში (კონტრატის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

მომსახურების გაწევის ვადები: 2017 წლის 11 მაისიდან-31 მაისის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ჰ.გმაინერის ქ.N1

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "შენობა-ნაგებობების ფუნდამენტის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება", ისე კომპანიის სახელწოდება.

კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიაც CD-ზე ჩაწერილი.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 8 მაისი 17:00 სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ჰ.გმაინერის ქ.N1

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე