ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვაში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 4 მაი
კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - "ადამიანური რესურსების მართვა".

ტრენინგის მიზანია მსმენელები გაეცნონ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების სტრატეგიის განსაზღვრის, რაციონალური დაგეგმვის და კონტროლის მოდელებსა და მექანიზმებს. პრაქტიკულად გაერკვნენ ადამიანური რესურსების მართვის ეტაპებსა და ტექნიკებში.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) და ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს.

ტრენინგის აღწერა:

ადამიანური რესურსების მართვის ტრენინგი კომპლექსურად განიხილავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანამედროვე ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ეფექტური მართვისათვის. თანამედროვე პრინციპებით ორგანიზაციული მართვა დაკავშირებულია რესურსების რაციონალურ გამოყენებასთვან, გამართულ პროცესებსა და პროცედურებთან, ორგანიზაციაში არსებული ტალანტის მართვასთან.

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ ადამიანური რესურსების მართვის დოკუმენტების, მოდელებისა და მექანიზმების შედგენაზე. გაეცნობიან თანამედროვე ტენდეციებსა და მიდგომებს.

ტრენინგის განმავლობაში განიხილება ყველა ის ძირითდი პროცესი და კომპონენტი რომლისგანაც თანამედროვე ადამიანური რესურსების მართვის სისტემა შედგება.

თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის მნიშვნელოვნება ორგანიზაციაში, როლები, ფუნქციონალი
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია;
** ორგანიზაციული ანალიზი;
** ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაოთა კლასიფიკაცია - მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპები, სტრუქტურის შემუშავება (case or exercise);
** HR დოკუმენტების შედგენა: აუცილებელი და სასურველი დოკუმენტები (ფორმები);
** სამუშაოს ანალიზი და სამუშოს აღწერების შემუშავება (განყოფილების დებულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა - დავალება ჯგუფებში);
** პერსონალის მოზიდვა და რეკრუტინგი, ვაკანსიაზე მუშაობა (case or exercise);
** პერსონალის შერჩევის ეტაპების განსაზღვრა და კომპანიისთვის ეფექტური მეთოდის შერჩევა;
** გასაუბრება, ინტერვიუს ტიპები, სიმულაციური ინტერვიუ;
** ადაპტაცია, ტრენინგი და განვითარება;
** სწავლების ტიპები და მეთოდები ორგანიზაციაში;
** კარიერული განვითარება, ტალანტების მართვა, ტალანტების მართვის მოდელი;
** შესრულებული სამუშაოს მართვა და მონიტორინგი - შეფასების სხვადასხვა მოდელების ანალიზი, შეფასების მოდელები;
** კომპეტენციების მოდელი, მოდელის შემუშავება (practical case);
** IQ vs EQ
** მოტივაციის მართვა (მოტივაციის ტიპები და წყაროები, ძირითადი თეორიები და მიდგომები);
** გრეიდების სისტემა;
** არამატერიალური მოტივაცია;
** კორპორატიული კულტურა და თანამშრომლის ლოიალურობაზე ზრუნვა;
** HRM საერთაშორისო სტანდარტები, პრაქტიკის და მოდელების ანალიზი.

ტრენერი: ლიკა ნოზაძე

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 29 მაისი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00-22:00

ტრენინგის საფასური და გადახდის წესი:

ტრენინგის ღირებულება 550 ლარი.
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე

რეგისტრაციის პირობები:
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე