ლაუნჯ ბარის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაუნჯ ბარის მენეჯერი - რუსთავი
მომწოდებელი: ლაუნჯ ბარი May-Go
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 10 აპრ
ლაუნჯ ბარი May-Go აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი, რუსთაველის ქუჩა #2

მოთხოვნები:

** ასაკი: 24-დან 35-მდე
** სქესი: მდედრობითი
** მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კანდიდატებმა უნდა იცოდნენ კლიენტთა მომსახურების წესები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სანიტარული ნორმები და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები, ნორმატიული აქტები და სტანდარტები საზოგადოებრივი კვების სფეროში.
** სალაროს დისციპლინის და ფასწარმოქმნის პრინციპების ცოდნა.
** მენეჯერი საქმის კურსში უნდა იყოს ლაუნჯ-ბარის ყველა განყოფილების მუშაობის პრინციპის შესახებ;
** ესმოდეს ლაუნჯბარის სფეროს მარკეტინგი და ჰქონდეს გამოცდილება Facebook გვერდის მართვაში;
** ვაკანსიებზე კადრების შერჩევის პროცესი და მათთან გასაუბრების წარმოების ცოდნა, მოლაპარაკებების წარმოება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

აუცილებელი მოვალეობები:

** ლაუნჯ-ბარის საქმიანობის ოპერატიული მართვა;
** მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი, მაგიდების რეზერვაცია;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** კერძების მომზადების ტექნოლოგიების დაცვის კონტროლი;
** მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა;
** სოციალური მედიის მართვა და კონტენტის შექმნა;
** ფინანსური ანგარიშგების კონტროლი პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და მართვა;
** შესყიდვების დაგეგმვა, ურთიერთობების დალაგება მომწოდებლებთან;
** ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი;
** ლაუნჯ ბარის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ობიექტის სანიტარული მდგომარეობის კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** თავაზიანი
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები ფოტო სურათით უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: giorgi.goloshvili@icloud.com

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 10 აპრილამდე.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე