გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: გრინ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 17 მარ / ბოლო ვადა: 26 მარ
დეველოპერული კომპანია "გრინ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

კომპანიის ერთ-ერთი პროექტია "მწვანე უბანი ლისთან" - საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და შეთავაზების წარმოება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
** წარმატებული გაყიდვების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** კლიენტების მოთხოვნების, მოსაზრებებისა და კომენტარების გაანალიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების, აქციების მომზადება;
** დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა;
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. (მენეჯმენტის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ქონდეს ავტომობილი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატის შერჩევის ეტაპები:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება 2 ეტაპად;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავთო ვარაზის ქუჩის გაგრძელება
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ. შაბათს 11: 00-14 : 00 სთ.
საგამოცდო ვადა: 2 თვე
ანაზღაურება: 2000- 2500 ლარი ხელზე ასაღები ანაზღაურება, საიდანაც (800 ლარი ფიქსირებული ხელფასი + 1500 /1700 ლარი გაყიდვებიდან ბონუსი)

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@development.ge 2017 წლის 26 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების ჯგუფის უფროსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე