ტურისტული რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტურისტული რეცეფციონისტი
მომწოდებელი: Citysightseeing Tbilisi
გამოქვეყნდა: 16 მარ / ბოლო ვადა: 16 აპრ
"სითისაითსიინგ თბილისი" (www.cstbilisi.com) მსოფლიო ბრენდის, "ვორლდვაიდ სითისაითსიინგ" (www.city-sightseeing.com) კომპანიის პარტნიორია. ჩვენ შემოგვაქვს უახლესი ევროპული სტანდარტები კავკასიის რეგიონის ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ტურისტულ რეცეფციონისტს, რომლის ძირითადი ფუნქცია ტურისტების დახვედრა და მათი დაკვალიანება იქნება.

სამუშაო მოვალეობები:

როგორც ოფისის გუნდის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

** ტურისტების მისალმება და მათთან კომუნიკაციის დამყარება მეგობრულად და ზრდილობიანად
** ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა
** ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
** ბილეთების გაყიდვა და თანხის შეგროვება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით
** გაყიდვების და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება
** ტურების ეფექტური დაგეგმვის და შესრულების უზრუნველსაყოფად, ტურ ოპერატორებთან, გიდებთან, ავტობუსის ბორტგამყოლებთან და მძღოლებთან ახლო თანამშრომლობა
** მისაღები ოფისის სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** დღის გახსნის და დახურვის ჩაბარება ზედამხედველთან.

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები:

** რუსული, ინგლისური და ქართული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
** აკურატული და სუფთა
** დადებითი მიდგომა, კლიენტზე ორიეტირებული, სასიამოვნო და მომღიმარი
** სასურველია გამოცდილება ტურისტულ სფეროში
** შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება
** ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში.

ანაზღაურება: ფიქსირებული + პროცენტი გაყიდვებიდან.
ადგილმდებარეობა: მეიდანი, თბილისი.

აპლიკაციის ინსტრუქციები:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: evgenia@citysightseeing.com.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელი.

ჩვენ სისტემატურად განვიხილავთ აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ არ დააყოვნოთ თქვენი აპლიკაცია.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატურები განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე