კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 26 იან
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას ფარმაციისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 74 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა)

ძირითადი მოვალეობები:

** ფარმაციისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით კორპორატიული გაყიდვების გეგმის შემუშავება კომპანიის მიერ დასახული მიზნების მიხედვით;
** კორპორატიული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის/ მომსახურების შეთავაზება ფარმაციისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით;
** არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება;
** პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარება;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პრიორიტეტულია სამედიცინო, ფარმაციის ან ბიზნეს მიმართულებით;
** სავალდებულოა სადაზღვევო ან სამედიცინო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** პრიორიტეტულია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 იანვარი, 2017 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/korporatiuli-gayidvebis-specialisti-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე