ახალგაზრდული პროექტი ბერლინში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდული პროექტი ბერლინში
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ახალგაზრდული პროექტი ბერლინში!

2019 წლის 5-09 აგვისტო

თემატიკა: საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, გაერო, ევროკავშირი და NATO - მსოფლიო მშვიდობა და უსაფრთხოება.

პროექტი განკუთვნილია ახალგაზრდებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო პოლიტიკით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებით.

პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და ელჩებს. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, რომლებიც გაატარებენ დაუვიწყარ 4 დღეს ევროპის შუაგულში.

პროგრამა დატვირთული იქნება როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ნაწილით, ექსკურსიებითა და სოციალიზაციის საღამოებით.

მონაწილეობის საფასური შეადგენს 360 ევროს.
საფასურში შედის:

** საცხოვრებელში განთავსება
** კვება
** სოციალურ საღამოებში მონაწილეობა
** ვორკშოფებში მონაწილეობა
** ქალაქში გადაადგილება
** სასწავლო მასალები
** სერტიფიკატი

აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ასაკობრივი ზღვარია 18-დან 35 წლამდე.

საფასურში არ შედის მგზავრობა. ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით პირადში.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/2K0xEWF

გთხოვთ ზედმიწევნით უპასუხოთ ყველა დასმულ შეკითხვას.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან დაგვირეკეთ ნომერზე: +995 (32) 2 238 234; 593 57 53 25; 571 13 34 00

ცენტრის სათაო ოფისი, თბილისი, მის: კოსტავას N67 (სართული 2)
რეგიონული ოფისები ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი
ცხელი ხაზი: 599 33 47 00
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე