უმცროსი აქტუარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი აქტუარი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აქტუარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაცია, საჭირო ფორმატის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს;
** სადაზღვევო ტარიფების გამოთვლის მეთოდების განსაზღვრა;
** ახალი პროდუქტების განვითარება;
** პრეზენტაციების, რეპორტების მომზადება;
** სტატისტიკური მონაცემების დამუშავება პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით;
** მათემატიკური მოდელირების ტექნიკების და სტატისტიკის ანალიზის გამოყენება რისკების შეფასების და განსაზღვრის კუთხით;
** მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტთან მონაცემთა სტანდარტიზაციის კუთხით, სისტემების გასავითარებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტატისტიკის და მათემატიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ეკონომიკის მიმართულებით);
** MS Excel ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** SQL ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი აქტუარი" .

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313;
ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე