საკრედიტო ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 29 აპრილი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წნორი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 62 ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
** კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
** კლიენტის განაცხადების შესწავლა, დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან მუშაობა;
** დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია)

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. კრისტალი გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თამანამშრომლობის ყველა ეტაპზე.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/hKFsqeE6rOJomkNE3

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე