გაყიდვების წარმომადგენელი - გერმანულენოვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - გერმანულენოვანი
მომწოდებელი: Envirotech
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 22 აპრილი
საერთაშორისო კომპანია "Envirotech"-ის ქართული ფილიალი აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენლის პოზიციაზე.

"Envirotech" საერთაშორისო კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში ორ წელიწადნახევარზე მეტია, რაც ფუნქციონირებს. ქართული ფილიალის გახსნისას ჩვენი ამოცანა ქვეყანაში დინამიური, მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალური სამუშაო გარემოს შექმნა იყო და უკვე თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ წარმატებით მივაღწიეთ ამ მიზანს. კომპანიის ოპერაციული არეალი მოიცავს ონლაინ გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებს.

ამჟამად, ვეძებთ თანამშრომელს ჩვენი ქოლ-ცენტრის გერმანულენოვანი განყოფილებისათვის.

მოთხოვნები:

** გერმანული ენის მაღალი დონე;
** გაყიდვების წარმოების, კომუნიკაციის დამყარებისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარები;
** დროის მართვისა და ორგანიზების უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
** სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ხელფასსა და ბონუსებს;
** საუკეთესო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს;
** სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას და დადებით სამუშაო გარემოს.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 12:00-დან 21:00-მდე (ამ დროშივე შედის ერთსაათიანი შესვენება)
ანაზღაურება: საბაზისო ხელფასი (1000 ლარი) და ბონუსები (ძირითადი ოდენობა: 500-დან 3500 ლარამდე)

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@openhubcenter.com და სათაურის ველში ჩაწეროთ "გაყიდვების გერმანულენოვანი წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე