შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: SafCo
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"SafCo - საფკო" არის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია და უმსხვილესი ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH-ის მიერ ლიცენზირებული ტრენინგ ცენტრი. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერები შრომის უსაფრთხოების ბაზარზე, გვაქვს საერთაშორისო და ლოკალურ ორგანიზაციებში მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება და ჩვენი მიზანია დავნერგოთ და განვავითაროთ შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები და კულტურა. ჩვენი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.safco.ge

"საფკო" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების ოფიცრის ვაკანსიაზე.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

სამუშაო ადგილი: თბილისი (შესაძლო ვიზიტები რეგიონებში)
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (კვირაში 40 საათი)

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთის ობიექტზე ან ობიექტებზე (სამშენებლო, საწარმო, ან სხვა) რეგულარული ვიზიტები და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა - პროცესების მართვა / კონტროლი;
** "საფკოს" მენეჯმენტთან კონსულტაციების მეშვეობით ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვა და შემდგომი მართვა: რისკების შეფასების პროცესი, ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის პროცესი, ინსპექციები, ინსტრუქტაჟების ჩატარება, რეპორტების მომზადება, სტატისტიკის წარმოება, ა.შ.;
** დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტთან და დასაქმებულებთან კომუნიკაციის გზების განსაზღვრა და რეგულარული შეხვედრების წარმოება;
** ყოველდღიური შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
** ობიექტზე დასაქმებულთათვის პერიოდული ტრენინგის ჩატარება
** ყოველდღიურ რეჟიმში ობიექტის მონიტორინგი: საფრთხეების იდენტიფიცირება, დარღვევების პოვნა და ანგარიშგება, კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა, სამუშაო პროცესზე დაკვირვება;
** "საფკოს" მენეჯმენტსა და დამკვეთის წარმომადგენლებს შორის კავშირის და ინფორმაციის მიმოცვლის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი)
** შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართულად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
სამომხმარებლო კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint, Outlook, სხვ.)
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი
** შეზღუდულ დროში და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული ან საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობის და ავტომანქანის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე
** შრომის უსაფრთხოების სფეროში აღებული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@safco.ge

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე