ტექნიკური დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: m² უძრავი ქონება
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადება:ხარჯთაღრიცხვები, ფინანსური გრაფიკები, მოცულობების გადამოწმება არქიტექტორებთან ერთად, ქვეკონტრაქტორებთან მუშაობა - საპროექტო დოკუმენტაციების გადაგზავნა და ხარჯთაღრიცხვების მიღება. სხვა სატენდერო დოკუმენტების შეგროვება ბანკებიდან, საჯარო რეესტრიდან, სასამართლოდან და ა.შ.
2. ყოველთვიური შესრულებული სამუშაოების აქტების შედგენა და გადაცემა დამკვეთებისთვის.
3. ბუღალტერიასთან თანამშრომლობა შესრულების აქტების მიღება-გადაცემაზე.
4. ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების შემოწმება.
5. სხვა მიმდინარე ტექნიკური და ფინანსური საკითხები.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - მშენებელი (ინჟინერი ან ინჟინერ-ეკონომისტი);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვების შედგენის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ელექტრონული ტენდერებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
** სასურველია- Auto Cad პროგრამის ცოდნა;
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოტივაცია და ენერგიულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 აპრილისა, (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსისს დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე