მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების)

ფუნქციები:

** მენიუში შემავალი კერძების მომზადება
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აზიური სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა
** ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

პიროვნული თვისებები:

** ოპერატიულობა
** ორგანიზებულობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** თანამშრომლებთან კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: info@ukve.ge

შეხვედრამდე!

"უკვე"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე