ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ანბანი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
საოჯახო სასტუმრო "ანბანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

სასტუმრო "ანბანი" მდებარეობს თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე იგი ფუნქციონირებს 2019 წლის აპრილიდან. სასტუმროში არის 4 ნომერი , გვესაჭიროება ადმინისტრატორი რომელიც ჩაერთვება ახლად გახსნილი სასტუმროს ოპერაციებში, მიიღებს და დააბინავებს სტუმრებს, ხოლო მათი წასვლის შემდეგ დაალაგებს ოთახებს.

ადმინისტრატორის მოვალეობები:

** მიიღოს და დააბინავოს სტუმრები:
** კომუნიკაცია აწარმოოს Booking.com და Airbnb საიტებზე კლიენტებთან( პროგრამების სწავლება მოხდება ჩვენი მხრიდან):
** საჭიროების შემთხვევაში ასაუზმოს სტუმრები:
** გაისტუმროს სტუმრები და შემდგომის მისაღებად დაალაგოს ოთახი, გამოცვალოს თეთრეული;

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება სისუფთავის მაღალი სტანდარტი;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სტუმრებთან საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: anbanihotel@gmail.com 2019 წლის 15 მაისამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ -"ვაკანსია".

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, სასტუმრო "ანბანი") იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე