ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 06 მაისი
თანდართული ფაილი: 213494_application_form_9121428.rar
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან  სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის არის - "ჰუალინგის ინდუსტრიული ზონა", რომელმაც საქართველოს მთავრობის დიდი მოწონება დაიმსახურა და 2009 წელს კომპანია "ჰუალინგ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. 2015 წელს კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, "ჰუალინგის ინდუსტრიულმა ზონამ" მიიღო "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი".

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" აცხადებს  ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი:  სრული

ძირითადი ფუნქციები:

** მონაცემთა ბაზების შექმნა და მართვა
** მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის წარმოება
** ეკონომიკური მდგომარეობის და განვითარების ანალიზი საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში
** სხვადასხვა ინდუსტრიის მიმზიდველობის/პრობლემების ანალიზი საქართველოში
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება
** პოტენციურ კლინტებთან მოლაპარაკებების წარმოება მათი მოზიდვის მიზნით
** კლიენტის საჭიროებისამებრ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ანალიზი
** რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის და თავისუფალი ზონების შედარებითი ანალიზის წარმოება
** კომპანიის პროფილის შექმნა და პრეზენტირება
** კომპანიის ინტერესების წარმოდგენა სხვადასხვა B2B შეხვედრებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება (საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში)
** ​ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (აუცილებელია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა (MS Office)

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული
** დროის მართვის უნარები
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელური
** დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ  რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@hualing.ge   2019  წლის 6  მაისამდე. გთხოვთ,  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე