დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების სპეციალისტის პოზიციაზე, ანდერაიტინგის, გადაზღვევისა და აქტუარული კვლევების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვევის/გადაზღვევის დოკუმენტაციის დამუშავება და მომზადება (პოლისები, განაცხადები, დაზღვევის ხელშეკრულებები, გადაზღვევის საბუთები);
** გადამზღვევ უცხოურ კომპანიებთან ურთიერთობა;
** მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისი აღრიცხვა (ფაილინგი);

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება);
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გამართულად წერის უნარი (როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად)
** ანალიტიკური აზროვნება
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომითი დისციპლინის დაცვის უნარი
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული ტესტირებასა და გასაუბრებაზე.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 28 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებების სპეციალისტი

"სადაზღვევო კომპანია ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე