ფინანსური რისკების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური რისკების ექსპერტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 28 აპრილი
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რისკების ექსპერტის პოზიციაზე, ანდერაიტინგის, გადაზღვევისა და აქტუარული კვლევების დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური რისკების ანალიზი: არსებული და პოტენციური რისკების გამოვლენა და შეფასება;
** კომპანიის მიერ რისკების მართვის ისტორიული პრაქტიკის ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასებისათვის საჭირო ძირითადი კრიტერიუმების განსაზღვრა;
** კომპანიის ოპტიმალური რისკის დონის განსაზღვრა;
** კომპანიის ფინანსური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** შესაბამისი ბაზრისა და მაკროეკონომიკური კვლევების წარმოება;
** ფინანსური რისკების პორტფელის ანალიზი და მონიტორინგი;
** მენეჯმენტისთვის წარსადგენი რისკ რეპორტების ფორმატის შემუშავება და პერიოდული მომზადება;
** გადაზღვევის პროგრამის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** გადაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგების პროცესის წარმართვა და გადამზღვევლებთან ურთიერთობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის ან/და მათემატიკის სპეციალობით;
** საბანკო სფეროში, საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის შეფასების, ფინანსური უწყისების (Income statement, Balance sheet, Cash flow) აწყობისა და ანალიზის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისურ ენაზე ფინანსური რეპორტების წაკითხვის უნარი.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 28 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ფინანსური რისკების ექსპერტი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე