იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ს მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "S MOTORS" -  ავტონაწილების იმპორტი, რეალიზაცია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  იმპორტის მენეჯერის  თანამდებობაზე

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობისა უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** გამოცდილება: 1-2 წელი
** ენები: ქართული/ინგლისური კარგად, რუსული - კარგად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროდუქტის უცხოურ ბაზარზე მუდმივი მოძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა; დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კონტროლი;
** სატრანსპორტო/გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა;
** იმპორტირებული პროდუქციის მახასიათებლების პროგრამული ასახვა;
** საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ officemanager@smotors.ge  არაუგვიანეს

გთხოვთ, წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე