ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Immigration Service Center
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
ISC (Immigration Service Center) არის საიმიგრაციო მომსახურების სფეროში ოპერირებადი ქოლ-ცენტრი, რომელის ძირითად საქმიანობასაც წარმოადგენს სავიზო აპლიკაციის პროცესში საერთაშორისო კლიენტებისათვის დახმარების გაწევა. ჩვენმა კომპანიამ 2 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ენერგიული და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული ინგლისურენოვანი გუნდი, რომელიც ორიენტირებულია კარიერულ ზრდასა და წარმატებაზე.

თუ შენ:

** ხარ პოზიტიური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე:
** თავისუფლად ფლობ ინგლისურ ენას;
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა;
** ხარ კარგი მსმენელი;
** გიყვარს სიახლეები და არ გაშინებს გამოწვევები;

მაშინ, შეგიძლია შემოუერთდე ადამიანებს, ვინც ქმნის საუკეთესო გუნდს და გქონდეს შანსი:

** იმუშაო მეგობრულ და პროდუქტიულ გარემოში;
** შეძლო საკუთარი თავის უკეთ რეალიზაცია;
** გამოიმუშავო მაღალი ბონუსები;
** გაიზარდო კარიერულად;

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 12:00 - 21:00 (1 საათი შესვენება)
ხელფასი: 800 ლარი (ფიქსირებული) + მაღალი ბონუსები

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hrgfxcenter@gmail.com და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინგლისურენოვანი გაყიდვების აგენტი).

გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე