მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საგადასახადო პორტალზე ატვირთული დოკუმენტაციის კონტროლი
** მიმდინარე ხარჯებისა და შემოსავლების დარიცხვა
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** სალაროს/ბანკის ოპერაციები
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა
** ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა საგადასახადო ორგანოში
** თვითღირებულების კალკულაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ბუღალტრული პროგრამა Oris -ის ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.
** სასურველია გამოცდილება სამედიცინო სფეროში

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** აქტიური
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@balneo.ge

გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე