სუპერვაიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზორი
მომწოდებელი: შატო ბუერა
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე არსებული "შატო ბუერა" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზორის პოზიციაზე ს. ნაფარეულში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია გუნდის მართვაზე;
** აკონტროლებს ჰოსტესის და დაქვემდებარებული თანამშრომლების მომსახურების ხარისხს;
** გამოწერს პროდუქციას;
** აკონტროლებს მომსახურების ხარისხს;
** აკონტროლებს რესტორნისა და მიმდებარე არეალის სისუფთავესა და ჰიგიენას;
** ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას გასაყიდი პროდუქციის შესახებ;
** ურთიერთობს პრობლემურ სტუმრებთან;
** აკონტროლებს ჯავშნებს და ფლობს სასტუმროს დატვირთულობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტის სტანდარტების მიხედვით;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

რას გპირდებით:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@lopota.ge. გთხოვთ ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე